კომპანიის შესახებ


კომპანია ეიჩ ეს ეს დაარსდა 2011 წელს სასტუმროს ბიზნესის სფეროში 10 წლიანი გამოცდილების მქონე პარტნიორთა მიერ. კომპანიის მიერ წარმოდგენილი და ბაზარზე მიწოდებული პროდუქტები ცნობილია მთელს მსოფლიოში თავისი ხარისხისა და ფასის თანაფარდობით და შემოთავზებულია ექსკლუზიურად თქვენთვის – მომხმარებლისთვის.

კომპანიის მიერ მიწოდებული აღჭურვილობა და აქსესუარები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: საინჟინრო სათადარიგო ნაწილებს და სახარჯ მასალებს, სამზარეულოს აღჭურვილობის ნაწილებს, ვენტილაციის სისტემის ფილტრებს და ღვედებს, ტექნიკურ მარილს წყლის დამარბილებლებისთვის, წყალმომარაგების სისტემის აქსესუარებს და შემრევ ონკანებს, წყლის დაზოგვის მოწყობილობებს, სასტუმროს ნომრების აქსესუარებს, სეიფების და კარის ელექტროსაკეტების ჩათვლით, ყოველდღიური ნარჩენების გატანის და მართვის გადაწყვეტებს, იატაკის ალუმინის საფარს, კედლის დამცავ საშუალებებს, პერსონალის ავეჯსა და კარადებს, უნიფორმებს და ინტერიერის მაჩვენებელი დაფებს.

2015 წლის მარტს გავხსენით მაღაზია “Your Royal House”, სადაც ჩვენს მომხმარებლებს შესაძლობლობა აქვთ ექსკლუზიური და მაღალ ხარისხიანი ჭურჭელი შეიძინონ.

სერვისები


კომპანია მუშაობს სასტუმროს და რესტორნის ბიზნესით დაკავებული კლიენტების საჭირო აღჭურვილობების, სათადარიგო ნაწილების და მოწყობილობების კომპონენტების, ინტერიერის მასალების და აქსესუარების, უნიფორმების მომარაგების სფეროში. ასევე ვაწვდით გარე მოხმარების და საოფისე ავეჯს და სასტუმროს ნომრების, სამზარეულოს და რესტორნის მოსაწყობად საჭირო აღჭურვილობას.

კომპანია დაკავებულია ზემოთხსენებული პროდუქციის როგორც საბითუმო ვაჭრობით, ასევე კომპანიების-პარტნიორების მიერ წარმოებული პროდუქციის სიიდან მომხარებელთა სურვილით შერჩეული და შეკვეთილი აღჭურვილობის საცალო ვაჭრობით.

ეიჩ ეს ეს აჩქარებს და აადვილებს ძიების, შეკვეთის გაფორმების და აღჭურვილობის და სათადარიგო ნაწილების საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდების პროცესს.

ყველაფერი ეს კეთდება ეკოლოგიის დაცვით, ჩვენ ვახორციელებთ ხსენებულ ინდუსტრიაში უკვე არსებული ან დასაპროექტებელი ობიექტების მუშაობის პროცესში უახლესი ტექნოლოგიების და ენერგოდამზოგველი მოწყობილობების დანერგვას.

ჩვენი კომპანიის საქმიანობის სხვა მიმართულებაა `ა” კატეგორიის შენობების და საოფისე კომპლექსების მენეჯმენტი, ტექნიკური უზრუნველყოფა და მომსახურება, კონსულტაცია და ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტა, რომლებიც წარმოიშობა ზემოთხსენებულ შენობებსა და ოფისებში აღჭურვილობის, სამუშაო მდგომარეობის უზრუნველყოფის სისტემების მთავარი აგრეგატების პრევენციული და გაყიდვის შემდგომი მომსახურების, ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეო სათვალთვალო სისტემების მართვის პროცესში. ასევე მომხმარებლის სურვილით ვაწარმოებთ პარამეტრების და მაჩვენებლების მონიტორინგს ელექტრო და წყლის მიწოდების გასაზომ მოწყობილობებზე კომუნალური მომსახურების ხარჯების შემცირების რეკომენდაციის გაწევით.

ასევე ვამუშავებთ პოტენციური შემსყიდველის სხვადასხვა შეკითხვებს კონკრეტული პროდუქტის ხარისხთან, ფასთან, მიწოდების თარიღთან და ა.შ. დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

კომპანიის მიზანი


ეიჩ ეს ეს-ის მთავარი მიზანია, კავკასიის რეგიონში, სასტუმროების და მომსახურების ინდუსტრიის ხარისხიანი პროდუქციით უზრუნველყოფა.

კომპანიის მომარაგების პოლიტიკის მიზანია ითანამშრომლოს კლიენტთა შერჩეულ ჯგუფთან, რომელიც მოიცავს წამყვანი სასტუმროების ქსელებს, სარესტორნო მომსახურების კომპანიებს, საელჩოებს, საავადმყოფოებს, კვების საწარმოებს, საოფისე შენობებს და სხვა დაწესებულებებს.

კომპანიის კიდევ ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, სასტუმროს ბიზნესის სფეროში პირდაპირ მომწოდებლებსა და საბოლოო მომხმარებლებს შორის არსებული სივრცე შეავსოს. უდიდესი გამოცდილების შედეგად ჩვენ გვჯერა, რომ ეს შესაძლებელია განხორციელდეს ყველა იმ მომწოდებელი კომპანიის დახმარებით, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა.